ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღაზას სექტორში პალესტინელები დასაჯეს


ყოფილი პრეზიდენტის სალეჰის ახლო ნათესავის ნაცვლად სამხედრო-საჰაერი ძალების მეთაურად ახალი გენერალი დაინიშნა.

ღაზას სექტორში სამი პალესტინელი სიკვდილით დასაჯეს. ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ოფიციალური პირების განცხადებით, ვინმე გაზანი და მისი ორი თანამებრძოლი ისრაელთან თანამშრომლობისთვის დააპატიმრეს.

დანაშაულის დამტკიცების შემდეგ, ისინი დღეს დილით ჩამოახრჩვეს. პალესტინის შინაგან საქმეთა სამინისტრო სიკვდილმისჯილთა გვარებს არ ახმაურებს.

ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, სიკვდილით დასჯის შესახებ მიღებული თითოეული გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა უნდა დაამტკიცოს. თუმცა, „ჰამასი“ მსგავს კონსულტაციაზე უარს აცხადებს და ღაზას სექტორის სრულ კონტროლს 2007 წლის შემდეგ ახორციელებს.

XS
SM
MD
LG