მას შემდეგ, რაც პალესტინურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ისრაელის ტერიტორიის დაბომბვა შეწყვიტეს. ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის არაოფიციალურ შეთანხმებას მიაღწიეს. ისრაელის არმიის კუთვნილი რადიოარხის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა ქვეყნის სამხედრო ძალებს ღაზის სექტორის საჰაერო დაბომბვის შეწყვეტა უბრძანა იმ შემთხვევაში თუ შეწყდება სარაკეტო დარტყმები ისრაელზე.
უკანასკნელი სამხედრო ესკალაციის დროს ისრაელის მიერ განხორციელებულ შეტევას რაზასი ას ოცი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ისრაელი აცხადებს, რომ ოპერაცია სეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ იყო მიმართული. ეგვიპტემ დაპირისპირებულ მხარეებს შორის მედიატორის როლი ითავა. დღეს ჰამასის მოძრაობის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ ღაზადან სარაკეტო დარტყმების შესაწყვეტად, ისრაელმა ღაზა-ისრაელის და ღაზა-ეგვიპტის საზღვრები უნდა გახსნას.