ირანის მთავრობაში ამბობენ, რომ ქვეყანას თავად აქვს უფლება აირჩიოს გაეროს ინსპექტორები, რომლებიც მის ბირთვულ საქმიანობას მონიტორინგს გაუწევენ. თეირანის საინფორმაციო სააგენტო ისნას ალი აკბარ სალეჰის ციტატა მოყავს. მისი თქმით, ირანმა ორ კანდიდატზე უარი თქვა, რადგან მათ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშში გამოსაყენებლად ცრუ ინფორმაცია გადასცეს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერის, რამინ მეჰმანპარასტი სააგენტოს უახლეს ანგარიშს პოლიტიკური გავლენის მქონეს უწოდებს. სააგენტოში ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ ირანის არაერთი წინააღმდეგობა პერსონალის დანიშვნაზე მის მუშაობას აფერხებს. სააგენტოს წარმომადგენლები ასევე ამბობენ, რომ ორი წლის მანძილზე ირანი უარს ამბობს პასუხი გასცეს კონკრეტულ შეკითხვებს ბირთვული პროგრამის წარმეობის შესახებ.
ირანის მთავრობაში ამბობენ, რომ ქვეყანას თავად აქვს უფლება აირჩიოს გაეროს ინსპექტორები, რომლებიც მის ბირთვულ საქმიანობას მონიტორინგს გაუწევენ.
პოპულარული
1