ოფიციალური რუსეთის ინფორმაციით, ქვეყანა უახლოეს მომავალში ირანის ბირთვულ რეაქტორს ნავთობით მოამარაგებს. რუსეთის ბირთვული სააგნეტოს სპიკერმა განცხადება ამის შესახებ დღეს გააკეთა. მისი ინფორმაციით, ბირთვული რეაქტორის ნავთობით მომარაგება, ბუშერში ბირთვული ელექტრო სადგურის მშენებლობის პირველი ნაბიჯი იქნება. რეაქტორი მწყობრში სექტემბერში შევა.
რუსეთი, ბირთვული ელექტრო სადგურის მშენებლობის საქმეში ირანის დიდი ხნის პარტნიორია. დასავლეთი ირანს, სამოქალაქო ბირთვული პროგრამის ჩრდილქვეშ, იარაღის წარმოებაში ადანაშაულებს. თეირანი ამ ბრალდებებს სასტიკად უარყოფს.