ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართულ-უკრაინული ურთიერთობები


1940-ან წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკრაინისტიკის ინსტიტუტი დაარსდა

საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 20 წლისთავთან და დიდი უკრაინელი პოეტის, ტარას შევჩენკოს დაბადების დღესთან დაკავშირებით , რომელსაც 2014 წელს 200 წელი შეუსრულდებოდა, უკრაინის საელჩომ საქართველოში საზეიმო ღონისძიებები გამართა.

საელჩოში ტარას შევჩენკოს პოეზიის მე-7 კონკურსი გაიმართა, სადაც ქართველი და უკრაინელი მოზარდები თბილისიდან, რუსთავიდან, სურამიდან და ბათუმიდან პოეტის ლექსებს კითხულობდნენ უკრაინულ ენაზე და თარგმანებს ქართულ ენაზე, რაც დამსწრე საზოგადოება, ასე ვთქვათ , აღფრთოვანებაში მოიყვანა. ტარას შევჩენკოს ლექსების ერთ-ერთი მთარგმნელის, ჯანსუღ ჩარკვიანის თქმით, როდესაც შევჩენკოს პოეზიას გაეცნო, სურვილი გაუჩნდა ქართულად ეთარგმნა:

”იმიტომ რომ საოცარი პოეტია, პატრიოტი. თანაც მისი ლირიკა ცალკე წიგნად არ იყო გამოცემული და მე გავაკეთე პირველად. მე ასეთი პატრიოტი პოეტი. ილია ჭავჭავაძე, ვაჟა ფშაველა და აკაკი წერეთელი.. საოცარი პოეტი. მაგრამ მე ის მიკვირს, როგორი ბავშვები არიან, რომ ქართულად და უკრაინულად ერთნაირად აზროვნებდნენ! მაგრამ მთავარი ვთქვათ, როგორი საელჩო ჰყავს უკრაინას, არ ავიწყდება წლების მანძილზე და ყოველთვის აქ დიდი პოეტის საღამოებს აწყობს. ეს არის საოცარი. ტარას შევჩენკო უდიდესი პიროვნება იყო და დღეს მტკიცდება, რომ უკრაინა ღირსი იყო ტარას შევჩენკოსი, და ტარას შევჩენკო ღირსი იყო უკრაინისა ! ”.

1940-ან წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკრაინისტიკის ინსტიტუტი დაარსდა, სადაც სტუდენტები უკრაინის ისტორიას და ლიტერატურას სწავლობენ. ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ოთარ ბაქანიძეის თქმით, მისი ერთ-ერთი სტუდენტი, გამოჩენილი ქართველი პოეტი და თარჯიმანი ამირან ასანიძე 20 წლის განმავლობაში თარგმნიდა დიდი უკრაინელი პოეტის ივანე კოტლიარევსკის პოემას ”ენეიდას”. რაც, კრიტიკოსთა თქმით, ბრწყინვალედ შეასრულა. პოემა 1798 წელს დაიწერა, იგი გახდა პირველი წიგნი, რომელიც უკრაინულ ენაზე გამოიცა, ხოლო გუშინ,16 მარტს გაიმართა პოემის ქართული გამოცემის პრეზენტაცია.

XS
SM
MD
LG