დღეს ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის შეხვდა. ერთი კვირის წინ საფრანგეთის ლიდერმა ავღანეთიდან ფრანგული შენაერთების ვადაზე ადრე გაყვანის შესახებ განაცხადა.
პარიზში გამართული მოლაპარაკების დროს, მხარეები გრძელვადიან სტრატეგიულ შეთანხმებასაც გააფორმებენ რომელიც ავღანეთში საფრანგეთის განსაკუთრებულ როლს გამოკვეთს, მას შემდეგ რაც 2014 წლიდან საერთაშორისო კოალიცია ავღანეთს დატოვებს. პრეზიდენტმა სარკოზიმ ავღანეთში წვრთნის დ აღჭურვის ოპერაციაში საფრანგეთის მონაწილეობა მას შემდეგ შეაჩერა, რაც ავღანელმა ჯარისკაცმა ოთხი უიარაღო ფრანგი ჯარისკაცი მოკლა.