ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში სანქციებს ხელახალი შეტევა მოჰყვა


სირიაში სანქციებს ხელახალი შეტევა მოჰყვა
სირიაში სანქციებს ხელახალი შეტევა მოჰყვა

კვირის დასაწყისში სანქციების გამკაცრების შესახებ მოწოდება გაეროში პრეზიდენტმა ობამამაც გააკეთა.

სირიის მიმართ ევროკავშირის ახალ სანქციებს ქვეყნის უშიშროების ძალების ხელახალი შეტევა მოჰყვა.

სირიელი აქტივისტების განცხადებით, ქალაქ ჰომსის მშვიდობიან მოსახლეობას შორის ყველაზე ცოტა ორი ადამიანია დაღუპული. იქ პარასკევის ტრადიციული ლოცვის შემდეგ გამართულ დემონსტრაციებში ათასობით სირიელმა მიიღო მონაწილეობა.

კეტრინ ეშტონმა, საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ევროკავშირში, დღეს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ახალი სანქციები სირიული საწვავის ექსპორტის ემბარგოს გაამყარებს. სანქციები სირიის ცენტრალური ბანკის საერთაშორისო ოპერაციების დაბლოკვასაც ითვალისწინებს. ამასთან გაიყინება მთავრობის წევრების და მათთან დაახლოებული პირების საბანკო ანგარიშები და მათთვის უცხოეთის ვიზები აღარ გაიცემა.

კვირის დასაწყისში სანქციების გამკაცრების შესახებ მოწოდება გაეროში პრეზიდენტმა ობამამაც გააკეთა. გენერალურ ასამბლეაზე მსოფლიოს ლიდერთა უმრავლესობამ პრეზიდენტ ასადის მთავრობის ქმედება მკაცრად გააკრიტიკა და მასზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდა მოითხოვა. გაეროს მონაცემებით, სირიის საპროტესტო აქციებში მსხვერპლის რაოდენობა 2, 700-ს აჭარბებს.

XS
SM
MD
LG