შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი შანხაიში ჩავიდა მსოფლიო გამოფენის დასათვალიერებლად.
ქალბატონი კლინტონი ამერიკულ და ჩინურ პავილიონებს ესტუმრა, სადაც მას ჩინელებმა გულთბილი დახვედრა მოუწყვეს.
ექსპოზიციის დათვალიერებისას ჰილარი კლინტონმა შანხაის კომუნისტური პარტიის ლიდერს იუ ჟენგშენგს განუცხადა,რომ აღფრთოვანებულია ნანახით და პეკინში ჩინეთის ხელმძღვანელობასთან შეხვდრაზე იმედიანად მიემგზავრება.
ორი ქვეყნის წარმომადგენლები პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს განიხილავენ, რომელთაგან უმთავრესი სამხრეთ კორეის სამხედრო ხომალდის ჩაძირვაა, რაშიც ჩრდილოეთ კორეას ადანაშაულებენ.