ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაიღუპა ჰაქანის დაჯგუფების ერთ-ერთი ხელმძღვანელი


დაიღუპა ჰაქანის დაჯგუფების ერთ-ერთი ხელმძღვანელი
დაიღუპა ჰაქანის დაჯგუფების ერთ-ერთი ხელმძღვანელი

ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა პაკისტანის დაზვერვა თალიბებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს.

პაკისტანის დაზვერვის განცხადებით, ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად, ჰაქანის დაჯგუფების ერთ-ერთი ხელმძღვანელი დაიღუპა.

ჩრდილოეთ ვაზირისტანის ქალაქ მირან შაჰის მახლობლად მომხდარი ამ დაბომბვის დროს ჯალილ ჰაქანი და მისი სამი თანამებრძოლი მოკლეს.

პაკისტანის დაზვერვის ინფორმაციით, ჯალილი ძალზე ახლოს იყო სირაჯუდდინ ჰაქანისთან, რომელიც ალ-ყაიდასთან დაახლოებულ ამ დაჯგუფებას ხელმძღვანელობს.

ეს თავდასხმა პაკისტანსა და ავღანეთში შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენლის მარკ გროსმანის ჩასვლას დაემთხვა ისლამაბადში, სადაც მან მოლაპარაკებები გამართა პაკისტანის ხელისუფლებასთან.

აღნიშნული ვიზიტი ვაშინგტონსა და ისლამაბადს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა პაკისტანის დაზვერვა თალიბებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს.

XS
SM
MD
LG