ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავიაკატასტროფას პაკისტანში 152 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა


პირველადი ცნობა, შესაძლო გადარჩენილების შესახებ არ დასტურდება.

ისლამაბადის მახლობლად მომხდარი კატასტროფის შედეგად თვითმფრინავში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაციით, ცნობა გადარჩენილების შესახებ არ გამართლდა.

ავიაკომპანია "ეარბლუს" თვითმფრინავი დედაქალაქის ახლოს მთებს შეეჯახა.

კომპანიის პრეს მდივნის განცხადებით კატასტროფის მთავარი მიზეზი შესაძლოა უამინდობა ყოფილიყო, რადგან თვითმფრინავი მოძველებული არ ყოფილა და მფრინავებს ავარიული სიგნალი არ მიუწოდებიათ.

“321 მოდელის აერობუსი, 8 დან 10 წლამდეა, ამიტომ ძველად არ ითვლება. ტექნიკურად თვითმფრინავი აბსულუტურად გამართული იყო. რა თქმა უნდა, როდესაც გამოძიება ჩატარდება, ყველაფერი გაირკვევა , მანამდე ვფიქრობ, რომ არ ღირს ამით სპეკულირება.”-აცხადებს რაჰელ აჰმადი.

თვითმფრინავს ხალხი ყარაჩიდან ისლამაბადში გადაყავდა და როდესაც შეჯახება მოხდა, წვიმიან ამინდში დასაჯდომად ემზადებოდა.

XS
SM
MD
LG