ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინისა და თიბილოვის შეხვედრა


ცხინვალში ჯერ არ დასრულებულა სასამართლო პროცესი, სადაც სტანისლავ კოჩიევის, პარლამენტის ექს სპიკერისა და პრეზიდენტობის ყოფილი კანიდატის საქმე განიხილება.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გუშინ სოჭში დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს ლეონიდ თიბილოვს შეხვდა. ეს მათი პირველი შეხვედრაა. ოფიციალური ხელის ჩამორთმევისა და მალიერების სიტყვების გაცვლის შემდეგ, პუტინმა და თიბილოვმა დახურულ კარს მიღმა ისაუბრეს, რის შემდეგაც პრესის წინაშე ღია ცის ქვეშ გამართულ ხანმოკლე ბრიფინგზე წარსდგნენ. პუტინმა ისაუბრა სამხრეთ ოსეთში დევნილების დაბრუნების აუცილებლობაზე. როგორც მოგვიანებით დე–ფაქტო ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსმა განა იანოვსკაიამ განმარტა, პუტინს, ამ შემთხვევაში მხედველობაში ჰყავდა ის ადამიანები, რომლებიც საკუთარი სახლების რეაბილიტაციას დღემდე ელიან და ამ დრომდე მოუწესრიგებელ შენობებს აფარებენ თავს.

უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე როგორც პუტინი და ასევე მედვედევი ხაზგასმით თავს არიდებდნენ დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრას, ამ უკანასკნელთა მხრიდან არაერთი თხოვნის მიუხედავად. მათ არც ის შეუმჩნევიათ, რომ ცხინვალიდან გამუდმებით ითხოვდნენ რუსეთის ფედერაციიდან გადაგზავნილ თანხებზე კონტროლის გამკაცრებას. ფედერაციაში შეეცადნენ ყველაფერი საუბრის, სიტყვის დახარჯვის გარეშე მოეგვარებინათ და ასეც მოიქცნენ. მათ ჯერ სერგეი ვინოკუროვი გაათავისუფლეს, ჩინოვნიკი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, რომელიც საზღვარგარეთის ქვეყნებთან კულტურულ ურთიერთობებს კურირებდა, ოსური საზოგადოება სწორედ მას მიიჩნევდა კოკოითის და კორუფციის მფარველად. ამით ოსურ საზოგადოებას ზედმეტი განცხადებების გარეშე აგრძნობინეს, რომ რუსეთს მათი ემის, შემდეგ კი „მოგვარებული პრობლემების“ ფონზე პუტინი თიბილოვს შეხვდა. თიბილოვმა განაცხადა:

ცხინვალში საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, სოციალური თემატიკა სულ უფრო აქტუალური ხდება. ახალგორში დააკავეს ჯაბა ბერიძე. როგორ მისი ოჯახის წევრები ამბობენ, მასთან სახლში მივიდნენ ადგილობრივი სამართალდამცავები და ცხინვალში გადაიყვანეს. წეროვანში მცხოვრები მისი შვილები აცხადებენ, რომ ბერიძის მიმართ კერძო ინტერესი ამოძრავებს მერაბ ჩიგოევს, ცხინვალის დე–ფაქტო გენერალური პროკურატურის უფროსს. მომხდარის შესახებ ცხინვალში ადგილობრივი ტელევიზიით სიუჟეტი გადაიცა, რომლის თანახმად, ჯაბა ბერიძეს ახალგორში უკანონოდ აქვს დაკავებული ვინმე ფილიევას სახლი 1991 წლიდან. ამის შესახებ სერგეი ბიტიევმა, გენერალური პროკურორის მოადგილემ განაცხადა. მანვე მოუწოდა მოსახლეობას, მიმართონ ადგილობრივ სამართალდამცავებს იმ შემთხვევაში, როდესაც დაადგენენ, რომ 1990–იან წლებში ქართველების მიერ ახალგორში სახლი იქნა მიტაცებული. ოსური ადმინისტრაცია გამოთქვამს მზადყოფნას უძრავი საკუთრება ძველ, კანონიერ მფლობელს დაუბრუნოს.

„გენერალურ პროკურორს არც აინტერესებს ეს ფაქტი. უბრალოდ დამთხვევაა, რომ ბერიძის სახლი ადრე ჩიგოევს უკუთვნოდა. სახლის მიტაცებით გენერალური პროკურორი დაინტერესებული არაა. ბერიძის მიმართ აღძრულია საქმე, რადგან მას ქალბატონი ფილიევა უჩივის. ირკვევა, რომ 1991 წელს ბერიძემ უკანონოდ მიისაკუთრა მისი სახლი სხვა თანამზრახველებთან ერთად. მათ შორის იყვნენ, მერაბ თინიკაშვილი, მერაბ ტყეშელაშვილი და გოგი ეკალაძე. ამასთან, ამ უკანასკნელს მონაწილეობა აქვს მიღებული 1991 წელს ხუთი ოსი ეროვნების მოქალაქის გატაცებაში სოფელ მონასტერში,“– აცხადებს სერგეი ბიტიევი.

ჯაბა ბერიძის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათ სახლი ახალგორში კანონის დაცვით აქვთ შეძენილი.

ცხინვალში ჯერ არ დასრულებულა სასამართლო პროცესი, სადაც სტანისლავ კოჩიევის, პარლამენტის ექს სპიკერისა და პრეზიდენტობის ყოფილი კანიდატის საქმე განიხილება. კოჩიევი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ყველაზე რადიკალური განცხადებებით გამოირჩეოდა. არჩევნების შემდეგ პარლამენტმა მას უნდობლობა გამოუცხადა, რასაც ახლა ყოფილი სპიკერი უზენაეს სასამართლოში ასაჩივრებს.

XS
SM
MD
LG