აფრიკის ქვეყნების კავშირის ლიდერებმა ადის- აბებაში კვირას ორდღიანი სამიტი გახსნეს, რათა აფრიკული ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარე აერჩიათ.
ბენინის პრეზიდენტი ტომას იაი ბონი ამჟამინდელ თავმჯდომარეს ახალი ეკვატორიული გვინეის პრეზიდენტს თეოდორ ობიანგ ნგუემას ჩაენაცვლა.
გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი გამომსვლელების წინაშე ერთერთი პირველი წარსდგა. მან აფრიკის 25 ქვეყნის ლიდერს მომავალი არჩევნების შესახებ მოუწოდა და გამჭვირვალე და სამართლიანი საარჩევნო გარემო უსურვა.
ბან კი მუნმა ასევე მიმართა სუდანისა და სამხრეთ სუდანის მთავრობებს სასაზღვრო და ნავთობის საკითხებსზე საერთო შეთანხმებას მიაღწიონ.