ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარტინ დემფსი ისრაელშია


მარტინ დემფსი ისრაელშია
მარტინ დემფსი ისრაელშია

დაგეგმილია შეხვედრები ისრაელის პრემიერ მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესთან.

ამერიკის სამხედრო შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე მარტინ დემფსი ისრაელში იმყოფება.

დაგეგმილია შეხვედრები ისრაელის პრემიერ მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესთან. მოლაპარაკებები გაიმართება თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო შტაბების მეთაურებთანაც.

ოფიციალური ინფორმაცია შეხვედრების შესახებ საკმაოდ მწირია, თუმცა ისრაელის მედიის ცნობით, ამერიკელი ოფიციალური პირები სავარაუდოდ ისრაელს მოუწოდებენ არ განახორციელოს პრევენციული სამხედრო დარტყმა ირანზე.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მოსაზრებით, ირანის ბირთვული პროგრამა ბირთვული იარაღის განვითარებას ისახავს მიზნად. თეირანის განცხადებით, კი ეს პროცესები მშვიდობიანი მიზნისთვის ტარდება.

ამ ფონზე, ამერიკა უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას მოითხოვს ირანის წინააღმდეგ. ვაშინგტონი იმავდროულად აცხადებს, რომ სამხედრო მოქმედება რეგიონის დესტაბილიზაციას მოახდენს.

XS
SM
MD
LG