ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში გუშინ მომხდარი წყალდიდობის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა. პროვინცია სარი პურის 50-ზე მეტი მკვიდრი უგზო უკვლოდაა დაკარგული.
ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სტიქიური უბედურების შედეგად 1000-ზე მეტი სახლი დაინგრა და დაახლოებით 6000 ადამიანი თავშესაფარის გარეშე დარჩა.