კუბაში განთავსებული შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე, 2001 წლის 11 სექტემბერს შეერთებულ შტატებზე განხორციელებული თავდასხმების მოწყობაში ეჭვმიტანილი ხუთი ადამიანის სასამართლო მოსმენა დაიწყო.
ხალიდ შეიხ მუჰამედი და მისი ოთხი თანამოაზრე, გუანტანამოს ციხეში წლების განმავლობაში არიან. მათ, ნიუ-იორკზე, ვაშინგტონსა და პენსილვანიაში განხორციელებული თავდასხმების გამო, უდანაშაულო 3 000 ადამიანის მკვლელობა ედებათ ბრალად.
დაღუპულთა რამდენიმე ოჯახის წევრი კუბაში გაემგზავრა სასამართლო პროცესზე დასასწრებად.