2012 წელს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის მონაწილეთა შორის მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. ტეხასის გუბერნატორმა რიკ პერიმ გუშინ გამოაცხადა, რომ გადაწყვიტა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება.
ასევე გუშინ ჩატარებული წინასწარი გამოკითხის თანახმად, რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის წარმომადგენელთა პალატის წევრი მიშელ ბაქმანი ლიდერობს. ის ჩაის სმის მოძრაობის ფავორიტია. ბაქმანის შემდეგ ყველაზე დიდი მხარდაჭერა პერის აქვს. თუმცა აღსანიშნავია ის, რომ პერის საკუთარი კანდიდატურა გამოკითხვის დროს ოფიციალურად არ ჰქონდა წარდგენილი.
მინესოტას გუბერნატორი ტიმ პოლენტი მესამე ადგილზე გავიდა და გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს აღარ იყრის.