ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი


აფრიკელთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ორგანიზაციას იმ ადამიანებმა უნდა უხელმძღვანელონ, ვისი ქვეყანაც ეკონომიკურ გამოწვევებს განიცდის.

კონტინენტის გადაღმა მცხოვრები აფრიკელები, შეერთებულ შტატებს განზე გადგომისკენ მოუწოდებენ. მსოფლიო ბანკის დაარსებიდან დღემდე, მთელი 68 წლის მანძილზე, მისი ხელმძღვანელი ყოველთვის ამერიკელი იყო. ანალოგიურად, ევროპელი ედგა სათავეში საერთაშორისო სავალუტო ფონდს.

ბოლოდ დროს, ამ ტენდეციის შესახებ უარყოფითმა შეფასებებმა იმატა. დასავლეთი ამ საკითხს გადაჭარბებულად თვლის და აღნიშნავს, რომ მსოფლიოს ბანკი ყველაფერს აკეთებს ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად. აფრიკელთა უმრავლესობა კი ფიქრობს, რომ ორგანიზაციას იმ ადამიანებმა უნდა უხელმძღვანელონ, რომელთა ქვეყნებიც ეკონომიკურ გამოწვევებს განიცდიან.

ნიგერიელი პოლიტიკოსი ჰუსეინ აბდუ, რომელიც სიღარიბის წინააღმდეგ შექმნილი ჯგუფის წარმომადგენელია, ამბობს, რომ თუ ნგოზი ოკონჯო-იველა მოსფლიო ბანკის მეთაურად აირჩიეს, ორგანიზაციის მისამართით ნდობის ფაქტორი იმ ქვეყნებში გაიზრდება, რომლებსაც მისი ადრე არ სწამდათ.

ადგილობრივი ნიგერიელები იმასაც აღნიშნავენ, რომ თუ არჩევნები სამართლიანი და გამჭვირვალე იქნა, მათი ქვეყნის ფინანსთა მინისტრს გამარჯვება უდავოდ ხელთ უპყრია. კანდიდატის შტრიხები პორტრეტისათვის კი ასეთია: ჰარვარდის უნივერსიტეტისა და მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებული, მსოფლიო ბანკის ყოფილი მმართველი დირექტორი, მაღალი პოსტის დასაკავებლად იბრძვის.

ადგილობრივი საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი აბდულა ბენო დადებითად საუბრობს ოკონჯო-იველას კანდიდატურაზე:

“ვფიქრობ მოსფლიო ბანკს მისი მსგავსი ადამიანი ესაჭიროება. მას სათანადო გამოცდილება აქვს და კარგად იცის ორგანიზაციის საქმიანობა, რადგან თავიდანვე იქ მუშაობდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ნიგერიელთა ერთი ნაწილი ქვეყნის ფინანსთა მინისტრს მხარს არ უჭერს. ყოველივე ეს მაშინ დაიწყო, როცა ქალბატონი ოკონჯო იველა ნიგერიის პრეზიდენტს საწვავის სუბსიდიების შემცირებაში დაეხმარა, რამაც ნიგერიაში ეკონომიკის განვითარება შეაფერხა.

42 წლის ბიზნესმენი შაიბუ ანიბა სწორედ ფინანსთა მინისტრს ადანაშაულებს ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური პირობების გამო:

„თუ იცი, რომ სუბსიდიები უნდა შეზღუდო, მაშინ გარკვეული პერიოდით მაინც დაიჭირე თადარიგი იმისათვის, რომ მოსახლეობას აუხსნა ეკონომიკური ცვლილებების საჭიროება.“

პარალელურად სხვა ლიდერები, მათ შორის მსოფლიო ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ზოელიკი, რომელმაც თანამდებობა ივნისის ბოლოს დატოვა, ამბობს რომ არაამერიკელის დანიშვნა აღნიშნულ პოსტზე შეცდომაა, რადგან მან შესაძლოა საერთაშორისო ორგანიზაციის ფონდების მართვისას ამერიკელთა ინტერესი არ გაითვალისწინოს.

თავის მხრივ, მსოფლიო ბანკი გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობას დებს და მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს, მსოფლიოს მასშტაბით, ძლიერი მხარდამჭერები ჰყავთ, ნიგერიელები, თავისი ქვეყნის ფინანსთა მინისტრს, „აფრიკის სიამაყეს“ უწოდებენ.

XS
SM
MD
LG