დღეს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მსოფლიო ბანკის ხელძღვანელის პოსტზე დართმუტის კოლეჯის პრეზიდენტი წარმოშობით კორეელი ჯიმ იონგ კიმი წარადგინა. მსოფლიო ბანკის მმართველი საბჭოს მიერ კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, 52 წლის კიმი ამ თანამდებობაზე რობერტ ზელიკს შეცვლის, რომელიც მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის პოსტს ივნისში დატოვებს.
ჯიმ იონგ კიმი ფიზიკოსი, ანთროპოლოგი და მსოფლიოს ჯანდაცვის წრეებში გამრჩეული ფიგურაა, განსაკუთრებით ტუბერკულოზის და შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში.