გავლენიანი ამერიკული გაზეთის „ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, შეერთებული შტატების ელჩმა ავღანეთში საიდუმლო არხით ვაშინგტონს აცნობა, რომ პაკისტანში ამერიკის მტრებისთვის უსაფრთხო პირობებია შექმნილი, რითაც საფრთხის ქვეშ დგას ამერიკული სტრატეგა ავღანეთში.
მოხსენება იმდენად საიდუმლო ხასიათის იყო, რომ ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საშუალებით გაიგზავნა და არა სახელმწიფო დეპარტამენტის არხით. დოკუმენტში ნათქვამია, რომ პაკისტანში წარმატებით მოქმედებს ჰაქანის ქსელი, რომელიც მოძრაობა თალიბანის მჭიდრო მოკავშირეა.