ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრიმინალურმა სასამართლომ კადაფის სიკვდილს შესაძლოა ომის დანაშაულის კვალიფიკაცია მისცეს


კრიმინალურმა სასამართლომ კადაფის სიკვდილს შესაძლოა ომის დანაშაულის კვალიფიკაცია მისცეს
კრიმინალურმა სასამართლომ კადაფის სიკვდილს შესაძლოა ომის დანაშაულის კვალიფიკაცია მისცეს

კადაფი, შეპყრობის მომენტში ცოცხალი იყო, თუმცა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იგი სასტიკად ნაცემი და დასახიჩრებული ნახეს.

საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ სასამართლოს სერიოზული ეჭვები აქვს, რომ ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფის სიკვდილი ომის დანაშაულია.

ლუის მორენო ოკამპომ განცხადება გუშინ გაეროში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ოკამპომ ასევე აღნიშნა, რომ კრიმინალური სასამართლო ლიბიის დროებითი მთავრობისგან გამოითხოვს ინფორმაციას, თუ როგორ აპირებს ტრიპოლი ომის დანაშაულის გამოძიებას, მათ შორის რევოლუციური ძალების მიერ განხორციელებულ მოქმედებას.

შეგახსენებთ, რომ კადაფი ოქტომბერში გაურკვეველ ვითარებაში შეიპყრეს და მოკლეს. ვიდეო მასალა და თვითმხილველთა ინფორმაცია მიუთითებს, რომ კადაფი, შეპყრობის მომენტში ცოცხალი იყო, თუმცა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იგი სასტიკად ნაცემი და დასახიჩრებული ნახეს.

XS
SM
MD
LG