სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო - „საბას“ თანახმად იემენის ახალი მთავრობა მოვალეობის შესრულებას შეუდგა. 35 წევრისაგან შემდგარ კაბინეტს ღვაწლმოსილი პოლიტიკოსი მუჰამედ ბასინდა უხელმძღვანელებს.
სამთავრობო სტრუქტურა თანაბრად გადანაწილდა პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის პარტიასა და ოპოზიციონერ ბასინდას შორის.
სალეჰის პარტიის წევრები თავდაცვის, საგარეო ურთიერთობებისა და ნავთობის სამინისტროებს უხელმძღვანელებს.
მიუხედავად იმისა, რომ სალეჰი უკვე კარგა ხანია აღარ არის ხელისუფლებაში, გარიგება, რომლის ინიციატორიც სპარსეთის ყურის ქვეყნები იყვნენ, სალეჰს უფლებას აძლევს საპატიო პრეზიდენტის სტატსუში არჩევნებამდე დარჩეს.