პაკისტანის ხელისუფლებამ გააფრთხილა შეერთებული შტატები, რომ ალ-ყაიდასთან თანამშრომლობაში ისლამაბადის დადანაშაულება ვაშინგტონს რეგიონში მთავარ მოკავშირეს დააკარგვინებს.
პაკისტანელი პოლიტიკოსების აღშფოთება შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის თავმჯდომარის ადმირალ მაიკლ მალენის კომენტარმა გამოიწვია, რომელმაც ავღანეთში მოქმედი ჰაქანის პარტიზანული დაჯგუფების მხრდაჭერაში პაკისტანის დაზვერვა დაადანაშაულა.
ადმირალმა მალენმა ქაბულში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოზე მოწყობილი თავდასხმის ორგანიზებაში პაკისტანის დაზვერვას დასდო ბრალი. მისი თქმით, 10 სექტემბერს ცენტრალურ ავღანეთში ნატოს სამხედრო ბაზის აფეთქების უკან ასევე ჰაქანის დაჯგუფება იდგა.