ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიის ახალი კაბინეტი


ლიბიის ახალი კაბინეტი
ლიბიის ახალი კაბინეტი

პრემიერ მინისტრის განცხადებით ის შეეცადა ისეთი კაბინეტი შეექმნა, რომელიც ლიბიის ყველა რეგიონის მოსახლეობის ინტერესებს დაიცავს.

ლიბიის სამხედრო ლიდერებმა, რომელთაც კადაფის ჩამოგდებაში დიდი როლი ითამაშეს, გარდამავალი ეროვნული საბჭოს მიერ შექმნილ ახალ კაბინეტში ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი პოსტები დაიკავეს.

პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, აბდურაჰიმ ელ-ქეიბმა, რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკების შემდეგ, პრესკონფერენცია გამართა და ლიბიის საზოგადოებას მთავრობის ახალი კაბინეტი წარუდგინა.

თავდაცვის მინისტრის პოსტზე ოსამა ალ-ჯუვალი დაინიშნა, რომელმაც ტრიპოლიდან კადაფის განდევნაში და მისი შვილის, სეიფ ალ-ისლამის დაპატიმრებაში დიდი როლი ითამაშა. შინაგან საქმეთა მინისტრად დაამტკიცეს ფაუზი აბელალი, ასევე სამხედრო ლიდერი მისრატადან, რომელიც კადაფის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა.

პრემიერ მინისტრის განცხადებით, ის შეეცადა ისეთი კაბინეტი შეექმნა, რომელიც ლიბიის ყველა რეგიონის მოსახლეობის ინტერესებს დაიცავს.

XS
SM
MD
LG