ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრიპოლიში დაპირისპირებამ იმატა


ტრიპოლიში დაპირისპირებამ იმატა
ტრიპოლიში დაპირისპირებამ იმატა

შეტაკების შედეგად კადაფის ორი მომხრე და გარდამავალი საბჭოს ერთი მეომარი მოკლეს, არიან დაჭრილებიც.

ლიბიის დედაქალაქი ტრიპოლი ორთვიანი პაუზის შემდეგ ისევ ბრძოლის ველად გადაიქცა. ბრძოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც კადაფის მომხრეებმა ტრიპოლის ერთ-ერთ რაიონში მიტინგის ჩატარება გადაწყვიტეს.

ლიბიის ახალი მთავარობის განცხადების თანახმად, შეტაკების შედეგად კადაფის ორი მომხრე და გარდამავალი საბჭოს ერთი მეომარი მოკლეს, არიან დაჭრილებიც.

ბრძოლები გრძელდება კადაფის მშობლიურ ქალაქ სირტის ქუჩებშიც, სადაც გარდამავალი მთავრობის მებრძოლებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს უკანასკნელი დღეების განმავლობაში.

ამასობაში 14 ამერიკელი ინსტრუქტორი ჩავიდა ლიბიაში, რათა ამ ქვეყნის ხელისუფლებას სამოქალაქო ომის დროს დაკარგული ჰაერსაწინაღო რაკეტების მოძებნაში დაეხმაროს.

XS
SM
MD
LG