ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში სავაჭრო დეფიციტი გაიზარდა


.
.

ექსპორტის დაკლება ევროზონის ფინანსურ კრიზისს უკავშირდება. ევროზონაზე ამერიკის ექსპორტის 20 პროცენტი მოდის

ამერიკის ადმინისტრაციის განცხადებით, სავაჭრო დეფიციტი, რომელიც მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკისთვის უკვე რამდენიმე ხანია დიდ პრობლემას წარმოადგენს, ხუთი თვის განმავლობაში პირველად გაიზარდა.

ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებით, სავაჭრო სხვაობამ იმპორტსა და ექსპორტს შორის თითქმის 10 პროცენტი შეადგინა და 48 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. იმპორტის მხრივ კი, რეკორდული მონაცემი - 226 მილიარდი დოლარი დაფიქსირდა.

ექსპერტების აზრით, იმპორტის გაზრდა ამერიკაში ნავთობპროდუქტებსა და უცხოური წარმოების მანქანებზე მოთხოვნის გაზრდამ გამოიწვია. ექსპორტის დაკლება კი ევროზონის ფინანსურ კრიზისს უკავშირდება. ევროზონაზე ამერიკის ექსპორტის 20 პროცენტი მოდის, მაგრამ უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების გამო 17 ქვეყნიანმა ეკონომიკურმა ბლოკმა ამერიკიდან საქონლის იმპორტი მნიშვნელოვნად შეამცირა.

XS
SM
MD
LG