ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩი შეშფოთებულია გუშინ დაღესტანში ჟურნალისტ ხაჯიმურად კალამოვის მკვლელობის ფაქტით და ხელისუფლებას მოუწოდებს რეგიონში მომუშავე ჟურნალისტების უსაფრთხოება უზრუნველყოს.
კამალოვი დამოუკიდებელი გამოცემა „ყოველკვირეული ჩერნოვიკის“ დამფუძნებელია. გუშინ ღამით მას მახაჩყალაში გაზეთის სარედაქციო განყოფილებასთან ესროლეს. ჟურნალისტი გზად საავადმყოფოსკენ გარდაიცვალა. ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, დაწყებულია გამოძიება, პოლიცია კი მკვლელსა და დანაშაულში შესაძლო თანამონაწილეს ეძებს.