ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტ ობამას ინტერვიუ "სიბიესის" არხზე


პრეზიდენტ ობამას ინტერვიუ "სიბიესის" არხზე
პრეზიდენტ ობამას ინტერვიუ "სიბიესის" არხზე

ამერიკაში უმუშევრობის მაჩვენებელი 9 პროცენტიდან 8.6-მდე ჩამოვიდა

ეკონომიკის გაჯანსაღება ხანგრძლივი პროცესია და მას წლები დასჭირდება"" - განაცხადა დღეს პრეზიდენტმა ობამამ ტელეკომპანია „სი-ბი-ესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

შეერთებული შტატების ლიდერის თქმით, იმ სტრუქტურული პრობლემების მოვლას, რომლებიც უკანასკნელი 20 წლის მანძილზე მწიფდებოდა, რამდენიმე წელი არ ეყოფა. „შეიძლება არც მეორე საპრეზიდენტო ვადა ეყოს და არც მხოლოდ ერთი პრეზიდენტი“ - აღნიშნა მან და საკუთარი თავი კი იმ კაპიტანს შეადარა, რომელიც რამდენიმე სერიოზულ შტორმში გემის გადარჩენას ცდილობს.

ამერიკაში უმუშევრობის მაჩვენებლის 9 პროცენტიდან 8.6-ზე დავარდნით, ქვეყნის ეკონომიკამ გაუმჯობესების პირველი ნიშნები აჩვენა.

სპეციალისტების თქმით, ეკონომიკა და დასაქმების პრობლემა ობამას მეორე ვადით არჩევისთვის გადამწყვეტი ფაქტორი იქნება.

XS
SM
MD
LG