ეგვიპტეს ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ პორტ საიდში უშიშროების ძალებსა და ფეხბურთის ფანებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, ერთი თინეიჯერი დაიღუპა და 18 ადამიანი დაშავდა.
ფართომასშტაბიანი პროტესტი პარასკევ საღამოს მას შემდეგ დაიწყო, რაც ეგვიპტეს ფეხბურთის ასოციაციამ გამოაცხადა, რომ ალ მასრის ფეხბურთის კლუბს 2 სეზონის განმავლობაში დისკვალიფიკაცია მიეცა. ასოციაციამ ასევე გადაწყვიტა პორტ საიდის სტადიონის 3 წლით დაიკეტვა.
პარასკევს დაწყებული საპროტესტო დემონსტრაცია დღესაც გაგრძელდა. უშიშროების ძალები დემონსტრაციის დაშლის მიზნით ჰაერში ისროდნენ. მომიტინგეებმა ქალაქში გზები გადაკეტეს.
დაღუპულ თინეიჯერს ტყვია ზურგში ჰქონდა მოხვედრილი.