ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთმა ანკარადან ისრაელის ელჩი გაიწვია


თურქეთმა ანკარადან ისრაელის ელჩი გაიწვია
თურქეთმა ანკარადან ისრაელის ელჩი გაიწვია

თურქეთმა გაეროს მოხსენების გამოქვეყნებამდე ისრაელს ოფიციალური ბოდიშის მოხდა და დაღუპულთა ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდა მოთხოვა.

თურქეთმა ანკარადან ისრაელის ელჩი გაიწვია. ეს გადაწყვეტილება გაეროს მოხსენების დეტალების გამოქვეყნებას მოჰყვა, ისრაელის სამხედროების მიერ 9 თურქის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.

თურქები ღაზას სექტორის საზღვაო ბლოკადის გარღვევას გეგმავდნენ, რომელიც ისრაელის ხელისუფლების მიერ არის დაწესებული. ამ ინციდენტმა ძველ მოკავშირეებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ ისრაელთან ყოველგვარი სამხედრო თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა.

“თურქეთი ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობას საელჩოს მეორე მდივანის დონეზე შეინარჩუნებს.“

თურქეთმა გაეროს მოხსენების გამოქვეყნებამდე ისრაელს ოფიციალური ბოდიშის მოხდა და დაღუპულთა ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდა მოთხოვა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელის მთავრობაში ამ საქმესთან დაკავშირებით არსებულ უთანხმოებაზე ილაპარაკა. მისი თქმით:“ თურქეთის წარმომადგენლები ოთხჯერ შეხვდნენ ისრაელის მხარეს და ორჯერ მიაღწიეს შეთანხმებას, რომელსაც ისრაელის პრემიერ-მინისტრი უჭერდა მხარს, მაგრამ არა ამ ქვეყნის მინისტრთა კაბინეტი.“

ბატონი დავუთოღლუს განცხადებით ამიერიდან თურქეთის მთავრობა ყველანაირ იურიდიულ დახმარებას აღმოუჩენს დაღუპულთა ოჯახებს ამ ტრაგედიისთვის პასუხისმგებელი ისრაელის სამხედრო და ოფიციალური პირებისთვის ბრალის წაყენების საქმეში.

გაეროს მოხსენებაში ნათქვამია ისრაელის მიერ ძალის გადამეტების შესახებ. აღსანიშნავია რომ დაღუპულთა უმრავლესობას ზურგში აქვს ტყვიები მოხვედრილი ახლო მანძილიდან. მაგრამ ამავე დროს გაერომ გაამართლა ისრაელის მიერ ღაზას სექტორის ბლოკადა.

თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გულმა მკაცრად დაგმო გაეროს აღნიშნული მოხსენება. მისი თქმით:“ ამ მოხსენებას თურქეთისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. თურქეთი რეგიონის ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა და დაიცავს თავის უფლებებს და თუ დაჭირდა რეგიონის ყველა ხალხის უფლებას. დროა საერთაშორისო თანამეგობრობამ კარგად გააცნობიერის ეს ამბავი.“ დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა.

ეს გაფრთხილება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც ხმელთაშუა ზღვაში თავისუფალი ნაოსნობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

პოლიტილოგი სემი იდიზის აზრით ეს საკმაოდ სახიფათო განცხადებაა. მისი თქმით:“ ეს ნიშნავს რომ თურქეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი ამ რაიონის პატრულირებას დაიწყებს და ისრაელის სამხედრო ხომალდების მოქმედებას გააკონტროლებს. თურქეთის ჩარევის იმედით კი ზოგიერთმა დაჯგუფებამ შესაძლოა ბლოკადის გარღვევაზეც იფიქროს.“

თურქული ისლამური ჰუმანიტარული ორგანიზაცია, რომლის საკუთრება იყო გემი „მავი მარმარა“ მომავალში არ გამორიცხავს საქველმოქმედო მიზნებით მსგავსი ექსპედიციის განმეორებას და იწონებს ანკარას მკაცრ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით.

როგორც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე ჰუსეინ ორუქი აცხადებს:“ ისრაელი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ისე იქცევა, რომ არავის ინტერესებს არ ითვალისწინებს. ისრაელს ჰგონია რომ დაუსჯელად შეუძლია ხალხის დახოცვა. მაგრამ ამიერიდან გამოჩნდა ქვეყანა, რომელმაც თამამად განაცხადა რომ ასეთი მოქმედება მიუღებელია და თუ ღაზაში მცხოვრებ ადამიანებს დაჭირდათ ჩვენ მზად ვართ დახმარება აღმოვუჩინოთ მათ.“

როგორც პოლიტიკური მიმომხილველი სემი იდიზი ამბობს ამ პრობლემის მოგვარება თავისუფლად შეიძლებოდა, შეერთებული შტატებიც დაინტერესებული იყო ამით, მაგრამ ორივე მხარის სიჯიუტემ ეს შეუძლებელი გახადა.

ახალი კი როდესაც სირიაში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება, ამ ქვეყნის მეზობელი ორი უძლიერესი ქვეყნის დაპარისპირება მთელი მსოფლიოსთვის კიდევ ერთი თავსატეხი იქნება.

XS
SM
MD
LG