პაკისტანში ექიმი შიკალ აფრიდი დააკევს. მას ბრალად ქვეყნის ღალატი ედება. იგი ოსამა ბინ ლადენის პირადი ექიმი იყო.
როგორც აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლეონ პანეტამ განაცხადა, პაკისტანელი ექიმის, შიკალ აფრიდის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
ამიერიკს ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში, პანეტა ამბობს რომ შიკალ აფრიდმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბინ ლადენის ლიკვიდაციაში.
შიკალ აფრიდი ამერიკის დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოსთან თანამშრომლობდა. მან ბინ ლადენისა და მის მხარდამჭერების თავშესაფარში განახორციელა ვაქსინაციის პროგრამა, და დე ენ ემის საშუალებით ბინ ლადენის საფარში ყოფნის ფაქტი დაადასტურა.
პანეტა აცხადებს, რომ პაკისტანის მიერ ექიმის დაკავება დიდი შეცდომაა.