უკრაინის უშიშროების სამსახურმა კორუფციაში მონაწილეობის გამო, ახალი ბრალდებები წაუყენა ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს იულია ტიმოშენკოს.
უკრაინელი სამართალდამცავების ინფორმაციით, ტიმოშენკო ბოროტად იყენებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტს 405 მილონი დოლარის ზარალი მიადგა.
რუსეთის ეს ვალი იმ ნავთობკომპანიას ჰქონდა, რომელსაც თავის დროზე ქალბატონი ტიმოშენკო ხელმძღვანელობდა.
ახალი ბრალდებები მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც უკრაინის სასამართლომ ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო იულია ტიმოშენკოს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის განცხადებით, ის დამწუხრებულია ტიმოშენკოს დაპატიმრების გამო, რაც ევროკავშირთან უკრაინის ურთიერთობას გააუარესებს.