ოთხშაბათს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ავღანელ ქალთა საბჭოს დაარსებიდან ათი წლისთავზე სპეციალურ საზეიმო შეხვედრას მართავს.
სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სადღესასწაულო საღამოს ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და უცხოელ სტუმრებთან ერთად, სპეციალურად მოწვეული სტუმარი - ყოფილი პირველი ლედი ლორა ბუში დაესწრება.
ავღანელ ქალთა საბჭო 2002 წელს აშშ-ის იმდროინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დაარსა. მისი მეშვეობით აშშ-სა და ავღანეთის მთავრობები, კერძო სექტორი და არასამთავრობო ორგანიზაციები ავღანელი ქალების დასაცავად ახალ ინიციატივებსა და გეგმებს ავითარებენ. საბჭო ავღანელ ქალებს განათლების, ჯანმრთელობის და ჰუმანიტარული სფეროების განვთარების მიმართულებითაც ეხმარება.
i