შეერთებული შტატების არმიის წარმომადგენლის განცხადებით, დაპატიმრებული ჯარისკაცი, რომელსაც 16 ავღანელის მკვლელობაში ედება ბრალი, უკვე ამერიკის ციხეში იმყოფება. დანაშაულში ეჭვმიტანილი სერჟანტი რობერტ ბეილსია.
ის კანზასის შტატში ფორტ ლივენვორსის ციხეში მოათავსეს. 38 წლის სერჟანტისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. ავღანეთის ხელისუფლება კი ეჭვმიტანილის ავღანეთში გასამართლებას ითხოვს. გუშინ ამერიკელი ჯარისკაცის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულის ჩადენის მომენტში ძლიერი სტრესის ქვეშ იმყოფებოდა, რაც თაბამებრძოლთა დაღუპვამ გამოიწვია.