ეგვიპტემ სირიაში საელჩო დახურა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, არაბული დიპლომატები სირიის პრეიზდენტის ბაშარ-ალ-ასადის რეჟიმზე ზეწოლის გაძლიერებას ცდილობენ.
სირიელი აქტივისტების თქმით, სამთავრობო ძალებმა აჯანყებულებს სირიის დედაქალაქში ცეცხლი გაუხსნეს.
ამასთანავე, ანტისამთავრობო გამოსვლები დამსკოსა და ალეპოში კიდევ უფრო გაძლიერდა, რომელშიც ხალხის დიდმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჟაი ძინმა სირიის პრეზიდენტთან ბაშარ-ალ-ასადთან შეხვედრისას, ყველა მხარეს დაპირისპირების შეწყვეტისაკენ მოუწოდა. ბატონმა ჯინმა ისიც აღნიშნა, რომ დაძაბულობის განსამუხტავად ოპტიმალური საშუალება რეფრენდუმის ჩატარებაა, რომლის გამართვა 26 თებერვალს არის დაგეგმილი.
თავის მხრივ, სირიის ოპიზიციის ლიდერები მთავრობასთან დიალოგზე უარს აცხადებენ და პრეზიდენტ ასადის გადაგომას ითხოვენ.