დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. ადგილობრივი ტელევიზიით ყოველდღიურად გადის ტელედებატები, სადაც თითოეულ კანიდადატს დღეში სამოცი წუთი ეთმობა. კანდიდატები საკუთარ შეხედულებებს აყალიბებენ მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე სახელმწიფო მოწყობიდან დაწყებული, რელიგის შესახებ მსჯელობებით დამთავრებული. სოციალურ ქსელ ფეისბუქზე კი სპეციალური გვერდი გაჩნდა, რომელიც კანდიდატების რეიტინს აჩვენებს.ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება და საკუთარი ფავორიტისთვის ხმის მიცემა. ფეისბუქის გვერდი: "სამხრეთ ოსეთი 2012" შექმნილია იმ მიზნით, რომ მხარდაჭერა გამოუცხადოს სინდისიერ და სამართლიან არჩევნებს სამხრეთ ოსეთში. გვერდზე საკმაოდ საინტერესო სურათის ნახვა შეიძლება. ამ დროისთვის, ყველაზე რეიტინგული კანიდატი ხმათა საერთო უმრავლესობის მიხედვით, რუსეთის ფედერაციაში სამხრეთ ოსეთის ყოფილი ელჩი, დიმიტრი მედოევია. იგი 43 პროცენტით ლიდერობს, მეორე ადგილზეა ლეონიდ თიბილოვი, 22 პროცენტით, შემდეგ კომუნისტი სტანისლავ კოჩიევი მოდის, მას 19 პროცენტი აქვს და ბოლო ადგილზე ყოფილი სახალხო დამცველი დავით სანაკოევია 16 პროცენტით. ყველაზე საინტერესო ამ რეიტინგში მაინც ისაა, თუ რომელი ქვეყნიდან მიღებული ხმებითაა გამყარებული თითოეული კანდიდატურა. მაგალითად, სამხრეთ ოსეთიდან მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებლით რეიტინში კომუნისტი სტანისლავ კოჩიევი ლიდერობს. მის მხარდამჭერებს შორის სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები არიან 52 პროცენტი და აფხაზეთის 48 პროცენტი. რუსეთიდან ყველაზე მეტი ხმა ყოფილმა ელჩმა, მედოევმა მიიღო, 52 პროცენტი, რასაც შეგვიძლია მივმატოთ უკრაინული ხმების 12 პროცენტიც. ერთადერთი კანდიდატი, ვისაც მხარი საქართველოდან დაუჭირეს, ლეონიდ თიბილოვია. მას ხმათა მთლიანი რაოდენობის 28 პროცენტი საქართველოდან აქვს მიღებული. ყოფილ სახალხო დამცველს, დავით სანაკოევს კი რეიტინგში 13 და 14 პროცენტს ნიდერლანდებიდან და ფინეთიდან მიღბული ხმები უვსებს. პრეზიდენტობის ოფიციალურ კანდიდატებს გარდა გვერდზე შესაძლებელია მხარდაჭერის გამოცხადება სხვა ადამიანებისთვისაც. მაგალითად, ოპოზიციის ლიდერს ალა ჯიოევას აქ უკვე სამი მხარდამჭერი ჰყავს.
სოციალურ ქსელ ფეისბუქზე კი სპეციალური გვერდი გაჩნდა, რომელიც კანდიდატების რეიტინს აჩვენებს. ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება და საკუთარი ფავორიტისთვის ხმის მიცემა.
ცხინვალის ტელევიზით გადაცემული დებატების დროს ოთხიდან სამმა პრეზიდენტობის კანიდატმა ხელი მოაწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს პირდაპირ ღია ეთერში. დავით სანაკოევმა, დიმიტრი მედოევმა და ლეონიდ თიბილოვმა ამით გამოხატეს მხარდაჭერა 25 მარტის არჩევნებისადმი. მემორანდუმის ძირითადი მესიჯი იმაში მდგომარეობს, რომ მისი მეშვეობით მკაცრად იგმობა ნებისმიერი სახის ქმედება, რაც მარტის ბოლოს დაგეგმილი არჩევნებისთვის ხელისშემშლელი შეიძლება აღმოჩნდეს. "კანდიდატებმა ერთმანეთს არ უნდა მიაყენონ შეურაცხყობა და არჩევნებში გასამარჯვებლად უნდა იბრძოლონ მხოლოდ ცივილიზებული და ტრანსფარენტული მეთოდებით",– ნათქვამია მემორანდუმის ტექსტში. ტელედებატების დროს, როდესაც კანდიდატებმა მემორანდუმის ტექსტი წარმოადგინეს ტელევიზიაში არ გამოცხადებულა მეოთხე კანიდატი, კომუნისტი სტანისლავ კოჩიევი. მან ტელედებატებზე ნდობით აღჭურვილი პირი გამოგზავნა, რომელსაც მემორანუმის განსხვავებული ვარინანტი გამოატანა და წარმომადგენლის მეშვეობით განაცხადა, რომ ხელმოწერას მხოლოდ იმ ტექსტზე დააპირებდა, თუ მასში ნათქვამი იქნებოდა, რომ იგმობა საკუთარი აზრისა და გამოხატვის თავისუფლების ყოველგვარი შეზღუდვა და რომ მხარს უჭერს ჯიოევას განთავისუფლებას სამედიცინო დაწესებულებიდან.
"ყველა კანიდადატი ვთანხმედებით შემდეგზე: უნდა შედგეს არჩევნები 25 მარტს. არჩევნები უნდა ჩატარდეს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად. უარი ვთქვათ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე ერთმანეთის მიმართ, რაც არცხვენს ჩვენს ახალგაზრდა რესპუბლიკას. ამ შეთანხმების ერთ–ერთი ხელმომწერი გახდება ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ის ქვეყნაში ადამიანის უფლებებისა და კონსტიტუციის გარანტია, ამიტომ მასზე ხელის მომწერი ამბობს, რომ მზადაა შეაჩეროს რეპრეზიული ზომების გამოყენება და დევნა პოლიტიკური ნიშნით, რასაც ჩვენს ქვეყანაში აქვს ადგილი. ჩვენს ქვეყანაში არ უნდა იყვნენ პოლიტპატიმრები. შეჩერდეს ალა ჯიოევას პოლიტიკური დევნა და მიეცეს მას თავისუფალი მუშაობის საშუალება. აი, ასეთ ტექტზე გთავაზობთ ხელმოწერას".
პრეზიდენტობის დარჩენილმა სამმა კანდიდატმა განაცხადა, რომ მათ მიერ წარმოდგენილი ტექტსტი, ფაქტობრივად იდენტური იყო და ამდენად მათთვის გაუგებრობას წარმოადგენდა, თუ რატომ იჩენდა წინაღმდეგობას კოჩიევი მასზე საკუთარი ხელმოწერის გაკეთებისას. მემორანდუმის ტექსტი იდენტური მართაც იყო, თუ არ ჩავთვლით ბოლო პუნქტს, რაც ალა ჯიოევასა და პოლიტპატიმრების თემას ეხებოდა.
ამავე თემაზე
პოპულარული
1