ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომხეთი რუსეთს აზერბაიჯანისგან დაცვაში დახმარებას სთხოვს - სააგენტო „ტასი“


რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, სომხეთმა რუსეთს ტერიტორიული სუვერენიტეტის დაცვაში დახმარება სთხოვა. სააგენტოს ინფორმაციით, სომხეთი რუსეთს დაცვას აზერბაიჯანისგან სთხოვს, რადგან აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს შორის საზღვარზე შეტაკებები მიმდინარეობს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სომხეთის საზღვარზე, „პროვოკაციების“ მოსაგერიებლად, ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია გრძელდება. ბაქოს განცხადებით, მათ სომხური სამხედრო ტექნიკა მას შემდეგ გაანადგურეს, რაც სომხურმა ძალებმა, აზერბაიჯანის ჯარის პოზიციები არტილერიითა და ნაღმმტყორცნებით დაბომბა.

„ტასის“ მიერ გავრცელებული, ერევნის ოფიციალური პოზიციის მიხედვით, საზღვარზე მომხდარი შეტაკებებისას, აზერბაიჯანი არტილერიას, ჯავშანტექნიკას და სხვა შეიარაღებას იყენებდა. სააგენტოს ცნობით, შეტაკებებისას ოთხი სომეხი ჯარისკაცი დაიჭრა.

„ვინაიდან აზერბაიჯანი თავს დაესხა სომხეთის სუვერენულ ტერიტორიას, ჩვენ ვთხოვთ რუსეთს, დაიცვას სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა, 1987 წელს დადებული (ურთიერთთავდაცვის) შეთანხმების საფუძველზე“. სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანის ამ განცხადებას, სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

რუსეთს აქვს სამხედრო ბაზა რუსეთში, ასევე სამშვიდობო ძალები ჰყავს განლაგებული მთიან ყარაბაღში. სომხეთის მიმართვაზე რუსეთის საპასუხო ოფიციალური პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG