ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდიანაპოლისის პოლიცია: რომ არა შეიარაღებული გამვლელი, მკვლელი, ბევრად მეტი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავდა


ინდიანაპოლისში მომხდარ მასობრივ მკვლელობაზე, რომლის დროსაც, შეიარაღებულმა მამაკაცმა სამი ადამიანი მოკლა, დღეს მეტი გახდა ცნობილი. პოლიციის თქმით, რომ არა სავაჭრო ცენტრში, შემთხვევით გამვლელი, შეიარაღებული ადამიანი, მკვლელი იმ დღეს, გაცილებით მეტ ადამიანს მოკლავდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კვირას მომხდარი სროლის შედეგად, დაჭრილია ორი ადამიანი. ინცინდენტი გრინვუდ-პარკ მოლში, 17 ივლისის საღამოს მოხდა.

"დღის ნამდვილი გმირი იყო მოქალაქე, რომელიც კანონიერად ატარებდა იარაღს და მან შეძლო, რომ შეეჩერებინა მსროლელი, თითქმის მყისიერად, მას შემდეგ, რაც მან სროლა დაიწყო",- უთხრა ჟურნალისტებს პოლიციის უფროსმა ჯიმ აისონმა. მკვლელის შეჩერება 22 წლის მამაკაცმა შეძლო და ის იმ მომენტში, სრულიად შემთხვევით მოხვდა მოლის საკვები დაწესებულებების ფლიგელში.

დღეს პოლიციამ, ადგილობრივი გმირის ვინაობა გაამხილა. ილაისშა დიკენი, მომენტალურად გახდა იარაღის ტარების მომხრეთა ადვოკატირების ჯგუფების გმირი. ჯგუფები თვლიან, რომ შეიარაღებული თავდახმის დროს, საუკეთესო თავდაცვაა, თუ მსხვერპლიც შეიარაღებული იქნება.

ქვეყანაში იარაღის კონტროლის თემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც უვალდეში, დაწყებით სკოლაში, არასრულწლოვანი თავდამსხმელი იარაღით შევიდა და 19 მოსწავლე და 2 მასწავლებელი მოკლა. უვალდეს მასობრივი მკვლელობის შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით კიდევ რამდენიმე თავდასხმას ქონდა ადგილი.

ინდიანაპოლისის სავაჭრო ცენტრში მომხდარ ინცინდენტამდე, 4 ივლისს, ჩიკაგოს ერთ-ერთ უბანში, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ მარათონზე, თავდამსხმელმა ცეცხლი მშვიდობიან მოსახლეობას გაუხსნა.

XS
SM
MD
LG