ინდიანაპოლისის ერთ-ერთ სავაჭრო ცენრში, შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით სამი ადამიანი მოკლა. ინფორმაციას გრინვუდის პოლიციის უფროსი ჯიმ აისონი ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, კვირას მომხდარი სროლის შედეგად, დაჭრილია ორი ადამიანი. ინცინდენტი გრინვუდ-პარკ მოლში, საღამო ხანს მოხდა.
"დღის ნამდვილი გმირი იყო მოქალაქე, რომელიც კანონიერად ატარებდა იარაღს და მან შეძლო, რომ შეეჩერებინა მსროლელი, თითქმის მყისიერად, მას შემდეგ, რაც მან სროლა დაიწყო",- უთხრა ჟურნალისტებს პოლიციის უფროსმა აისონმა. მკვლელის შეჩერება 22 წლის მამაკაცმა შეძლო და ის იმ მომენტში, სრულიად შემთხვევით მოხვდა მოლის საკვები დაწესებულებების ფლიგელში.
ადგილობრივი მედიის თქმით, მსროლელი მარტო იყო. მას თან ცეცხლსასროლი იარაღი და იარაღთან დაკავშირებული რამდენიმე ჟურნალი ჰქონდა.
პოლიციას ამ დრომდე არ გაუვრცელებია დაღუპულთა ვინაობის შესახებ ინფორმაცია, ასევე უცნობია, ვინ იყო მკვლელი და მამაკაცი, რომელიც მან შეაჩერა.