ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უშედეგო შეხვედრა


ქაიროში სირიის ოპოზიციამ და არაბულმა ლიგამ ასადის წინააღმდეგ მოქმედებაზე იმსჯელეს

სირიის ოპოზიციის ლიდერები, ქაიროში, ორდღიან კონფერენციას დაესწრნენ, რომელიც არაბული ლიგის ინიციატივით გაიმართა. არაბი დიპლომატები და სირიის ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტ ასადის წინააღმდეგ სამომავლო ნაბიჯებს განიხილავდნენ. დეტალებს “ამერიკის ხმის” კორესპონდენტი, ედვარდ იერანიანი ქაიროდან არკვევდა.

არაბული ლიგის ხელმძღვანელმა, ნაბილ ელარაბიმ სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებს ერთიანობისკენ მოუწოდა. ასევე, პრეზიდენტ ასადს შეთანხმების დარღვევაში დასდო ბრალი.

მისი თქმით, სირიის მთავრობამ ფეხქვეშ გათელა მიღწეული შეთანხმებები და პოლიტიკურ საშუალებებზე მაღლა სამხედრო ნაბიჯები დააყენა. ელარაბიმ აღნიშნა, რომ შეუძლებელია იმ “მძიმე ხელის” ტაქტიკის იგნორირება, რასაც რეჟიმი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იყენებს.
„წინა შეხვედრების ჩავარდნის მსგავსად, მე მაქვს ეჭვი, რომ არაბული ლიგის მფარველობით ქაიროში გამართული შეხვედრაც ასევე დასრულდა“...
ჰილალ ხაშანი


პალესტინელმა დიპლომატმა ნასერ ელ-ქიდვამ, რომელიც სირიაში არაბული ლიგის დესპანის მოადგილეა, სირიის კრიზისში საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართვა მოითხოვა, რათა ქვეყანაში ძალადობა დასრულდეს და პოლიტიკური პროცესი დაიწყოს.

სირიის ოპოზიციის წარმომადგენელმა, რიმა ფლეიჰანმა განაცხადა, რომ ის და მისი კოლეგები ასადის რეჟიმთან ურთიერთობის წინააღმდეგ არიან. მისი თქმით, ასადის მთავრობა უკვე წარსულის საკუთრებაა.

ასევე, ოპოზიციონერმა ჰაითამ ალ მალეჰიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისიც ეწინააღმდეგება ასადის მთავრობასთან დიალოგის დაწყებას. მისი თქმით, ვითარება სამხედრო გზით უნდა გადაიჭრას.

ბეირუთში ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი, ჰილალ ხაშანი ამბობს, რომ ქაიროში სირიის ოპოზიციის და საერთაშორისო კონტაქტ-ჯგუფის შეხვედრა შედეგის გარეშე დასრულდა.

„წინა შეხვედრების ჩავარდნის მსგავსად, მე მაქვს ეჭვი, რომ არაბული ლიგის მფარველობით ქაიროში გამართული შეხვედრაც ასევე დასრულდა,“ - განაცხადა ხაშანმა.

ქაიროში მიმდინარე მოლაპარაკების პარალელურად, ამბოხებულების დაჯგუფებამ - „სირიის თავისუფალმა არმიამ“ გაავრცელა განცხადება, სადაც ისინი ასადის რეჟიმთან ნებისმიერ დიალოგზე უარს აცხადებენ.
XS
SM
MD
LG