ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამშვიდობო გეგმა თუ „ფარსი“


სირიელი ამბოხებულები გაეროს გეგმას არ თანხმდებიან

სირიის ოპოზიციამ უარყო გაეროს მიერ მოწონებული გეგმა, რომელიც სირიაში ხელისუფლების ტრანზიციას გულისხმობს. ამბოხებულებმა ამ გეგმას „ფარსი“ უწოდეს, რადგან ისინი უარს ამბობენ ბაშარ ალ-ასადთან ხელისუფლების განაწილებაზე.

პარიზში მოქმედი სირიის ეროვნული საბჭოს პრესპიკერმა ბასმა კოდმანიმ განაცხადა, რომ „სირიელები არ მიიღებენ არცერთ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას ვიდრე ქვეყანაში მკვლელობები გრძელდება.“

გუშინ სირიაში შეტაკებების შედეგად ათამდე ადამიანი დაიღუპა, მას შემდეგ რაც დამასკოსთან ახლოს დაკრძალვის პროცესიაზე აფეთქება მოხდა, რასაც 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამბოხებულები აფეთქებაში მთავრობას ადანაშაულებენ.
XS
SM
MD
LG