ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასავლეთი პრეზიდენტ ასადის გადადგომას მოითხოვს


საერთაშორისო საზოგადოება სირიის სისხლიანი კონფლიქტის მოგვარებას ცდილობს

გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები და არაბული ქვეყნების წარმომადგენლები ჟენევაში შეიკრიბნენ სირიის საკითხის განხილვის მიზნით.
საერთაშორისო საზოგადოება სირიის სისხლიანი კონფლიქტის მოგვარებას ამ ქვეყანაში გაეროს სპეციალური წარმომადგენლის კოფი ანანის სამშვიდობო გეგმის მიხედვით ცდილობს.
შეხვედრის დაწყებამდე ჟენევაში ჩასულმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა უილიამ ჰეიგმა რუსეთს და ჩინეთს დასავლეთის სამშვიდობო გეგმის მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომელიც სირიაში ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას ითვალისწინებს.
დასავლეთი პრეზიდენტ ასადის გადადგომას მოითხოვს, რუსეთი და ჩინეთი კი აცხადებენ, რომ სირიის ბედი თავად სირიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.
XS
SM
MD
LG