დღეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საგანგებო შეხვედრა გაიმართა. მთავარი საკითხი პარასკევს სირიის არმიის მიერ თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება იყო. თურქეთი ნატოს წესდების მეოთხე მუხლის ამოქმედებას ითხოვს, რომელიც ალიანსის ყველა წევრს ერთმანეთის „ტერიტორიული მთლიანობის, პოლიტიკური დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების“ დაცვას ავალდებულებს. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ალ პესინი ლონდონიდან არკვევდა.
მეოთხე მუხლის ამოქმედებისკენ მოწოდება იშვიათად ხდება. თუმცა, გაცილებით უფრო ძლიერია მეხუთე მუხლი, რომელიც ნატოს ყველა წევრს აგრესორის წინააღმდეგ სამხედრო პასუხის გაცემას ავალდებულებს. ლონდონის „ჩეთემ ჰაუსის“ თურქეთის და ევროპის საკითხების ექსპერტი ფადი ჰაკურა ამბობს, რომ თურქეთის მთავრობას სირიის ქმედებაზე მკაცრი პასუხის გაცემა და მოკავშირეთა მხარდაჭერა სურს, თუმცა ომის დაწყების გარეშე.
„მეოთხე მუხლი არ არის მეხუთე მუხლის მსგავსი. მეოთხე მუხლი ეს არის კონსულტაციების ფორმა ნატოს წევრებს შორის. და თურქეთს როგორც ჩანს მხოლოდ ეს სურს. არ ვფიქრობ, რომ თურქეთი სირიასთან სამხედრო კონფრონტაციაზე ფიქრობდეს,“ - ამბობს ფადი ჰაკურა.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ქეთრინ ეშტონმა ნატოს წევრ ევროპულ ქვეყნებს შეზღუდული პასუხის გაცემისკენ მოუწოდა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრება ლუქსემბურგში გაიმართა. საგარეო უწყებათა ხელმძღვანელებმა სირიის მიერ თურქული თვითმფრინავის ჩამოგდება დაგმეს და სირიის წინააღმდეგ სანქციების უმნიშვნელო გამკაცრებაზე შეთანხმდნენ.
„მე არ ვფიქრობ, რომ ეს სირიის კრიზისში განსხვავებულ ფაზას ნიშნავს. ვფიქრობ ჩვენ კვლავ ვდგავართ კოლაფსის დიდი საფრთხის წინაშე. ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია ბაშარ ა;-ასადის რეჟიმზე დამატებითი საქციებით ზეწოლის გაძლიერება,“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა.
თურქეთმა გუშინ განაცხადა, რომ სირიელი ოფიცრები თურქეთის ტერიტორიაზე შევიდნენ და დევნილთა ბანაკი დააზიანეს.
თუმცა, ბრიტანელი ანალიტიკოსი ენტონი სკინერი ფიქრობს, რომ ეს ფაქტი არ მიუთითებს კრიზისში რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებაზე.
“თუკი, ფიქრობთ ადგილზე სტრატეგიულ ვითარებაზე, ამ კუთხით არაფერი შეცვლილა. თუკი, საუბრობთ ინიციატივაზე, ვეჭვობ, რომ რამე ინიციატივა არსებობდეს, რომელიც სირიაში რეალურად დაიწყებს ინტერვენციას. ამდენად, ეს ნაბიჯი უბრალოდ საყოველთაო პოლიტიკური პასუხია,“ - აცხადებს სკინერი.
როგორც ანალიტიკოსები ფიქრობენ, სირიის მიერ თურქული თვითმფრინავის ჩამოგდებამ, შესაძლოა ანკარას და სხვა ქვეყნებს სირიული ოპოზიციის აქტიური დახმარებისკენ უბიძგოს, მათ შორის იარაღის და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების ჩათვლით.