ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასოშიეთიდ პრესი: უეფა ჩემპიონთა ლიგის ფინალს რუსეთში აღარ ჩაატარებს


სააგენტო "ასოშიეთიდ პრესის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "უეფა" ჩემპიონთა ლიგის ფინალს, სანკტ-პეტერბურგში აღარ ჩაატარებს. მიზეზი, რუსეთის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებაა.

პარასკევს გაიმართება უეფას აღმასრულებელი კომიტეტის რიგგარეშე სხდომა გეოპოლიტიკური კრიზისის განსახილველად. ინფორმაცია სააგენტოს პროცესის მცოდნე ანონიმურმა პირმა მიაწოდა. "უეფამ" ეს ინფორმაცია დაადასტურა და თქვა, რომ პარასკევს შეხვედრა მართლაცაა დანიშნული.

„რუსეთსა და უკრაინას შორის ბოლო 24 საათის განმავლობაში ვითარების შეცვლის შემდეგ, უეფას პრეზიდენტმა გადაწყვიტა მოიწვიოს აღმასრულებელი კომიტეტის რიგგარეშე სხდომა... სიტუაციის შესაფასებლად და ყველა საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად“, – განაცხადა "უეფამ" ოფიციალურ განცხადებაში.

ბრიტანეთის მთავრობა და გულშემატკივართა ჯგუფები სთხოვენ უეფას აღარ ჩაატაროს თამაში სანკტ-პეტერბურგში, სადაც სტადიონი რუსული სახელმწიფო ენერგეტიკული გიგანტის გაზპრომის მიერ არის დაფინანსებული.

XS
SM
MD
LG