პოლიტიკური რეპრესიის შოკისმომგვრელი საქმე - ასე გამოეხმაურა ევროკავშირი რუსეთში, ომის მოწინააღმდეგე აქტივისტის გარდაცვალებას. დაკავებული პიანისტის დედა ამბობს, რომ ის ციხეში შიმშილობდა.
პაველ კუშნირი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსულმა ვებგვერდმა პარასკევს გამოაქვეყნა, თუმცა დამოუკიდებელ მედიასაშუალებას "მედიაზონას" ორშაბათს ეს ცნობა კუშინის დედამ დაუდასტურა.
"ტელეგრამზე" ერთ-ერთმა არხმა, რომელსაც სავარაუდოდ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებთან აქვს კავშირი, მაისში დაწერა, რომ კუშნირი ტერორისტული ქმედებების წახალისების ბრალდებით იყო დაკავებული. ეს მას შემდეგ, რაც მან ომის საწინააღმდეგო მასალა გამოაქვეყნა.
ირინა ლევინა, გარდაცვლილის დედა "მედიაზონასთან" საუბარში ამბობს, რომ უსაფრთხოების ფედერალური ბიუროს გამომძიებელმა მას უთხრა, რომ კუშნირი 28 ივლისს გარდაიცვალა, რუსეთის უკიდურეს აღმოსავლეთში წინასწარი დაკავების იზოლატორში, ბირობიდჟანის ციხეში. უცნობია, რამდენხანს შიმშილობდა დაკავებული. ლევინას თქმით, უთხრეს, რომ მის შვილს გადასხმას უკეთებდნენ, მაგრამ "ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მის გადასარჩენად".
კუშნიკრი პიანისტი იყო, მოსკოვის ჩაიკოვსკის კონსერვატორიაში სწავლობდა.
ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ "X"- ზე დაწერა, რომ ეს შოკისმომგვრელი შეხსენებაა იმისა, რომ კრემლის რეპრესიები გრძელდება. მან მოუწოდა რუსეთს, პატივი სცეს კონსტიტუციას, გაათავისუფლოს სინდისის პატიმრები და შეწყვიტოს ომის მოწინააღმდეგეთა რეპრესიები.