ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

14 წელი 11 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენებიდან


შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტულ აქტში დაღუპული 3 ათასამდე ადამიანის ხსოვნის აღსანიშნავი ცერემონიალები იმართება.

დღეს 14 წლის წინ 11 სექტემბერს მომხდარ ტერორისტულ აქტში დაღუპულთა ხსოვნას მთელი ამერიკის მასშტაბით მიაგებენ პატივს. შეერთებულ შტატებში 2001 წელს თითქმის ერთდროულად რამდენიმე ტერორისტული თავდასხმა მოხდა. ორი თვითმფრინავი ნიუ იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრს დაეჯახა, ერთი პენტაგონს დაეცა და მეოთხე სამიზნემდე მიღწევამდე, პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა. ოთხივე თავდასხმაში დაღუპულთა რაოდენობა 3 ათასს აღწევს.

პრეზიდენტი ბარაკ ობამა ოჯახთან და თეთრი სახლის თანამშრომლებთან ერთად დაღუპულებს წუთიერი დუმილით თეთრი სახლის მდელოზე მიაგებს პატივს, შემდეგ კი არმიის მოსამსახურეებს ფორტდეილში შეხვდება და მათთან იმ ამერიკელებზე ისაუბრებს, ვინც ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ცერემონიალები ასევე გაიმართება პენტაგონში, პენსილვანიის შტატში და ნიუ იორკში.

XS
SM
MD
LG