პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილებით, 11 სექტემბრის მსხვერპლის ხსოვნის აღსანიშნავად ნიუ იორკში მუზეუმი გაიხსნება. დღეს მემორიალურ მუზეუმთან, რომელიც ტყუპი შენობების ადგილზე მდებარეობს, ტერაქტში დაღუპულთა ოჯახები შეიკრიბნენ. ალ-ყაიდას ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ნიუ იორკში, ვაშინგტონში და პენსილვანიის შტატში 3 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.
ნიუ იორკის ყოფილი მერის, მაიკლ ბლუმბერგის თქმით, მუზეუმის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, ვინაიდან ეს არის „ადგილი, სადაც მიხვალ და 11 სექტემბრის ამბავს იმ ადამიანების ცხოვრების მაგალითზე შეიტყობ, ვინც იქ მოკლეს და ვინც იქ სხვების დასახმარებლად გაეშურა“.
რამდენიმე წლის მანძილზე მშენებარე მუზეუმი და მემორიალური პლაზა მომავალ კვირას გაიხსნება. მუზეუმის ექსპოზიციები თითქმის მთლიანად მიწისქვეშაა განლაგებული. 10 ათასამდე ექსპონატს შორის არის დაღუპულთა ფოტოები და წერილები, დანგრეული შენობის რკინის მასიური ნაჭრები, რომელიც მშენებლებმა იპოვეს. გამოფენას დაასრულებს ფილმი „ალ-ყაიდას აღზევება“. მუზეუმის შესასვლელს და გასასვლელს შუშის ჭერი აქვს, საიდანაც დამთვალიერებლები მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ახალ ნაგებობას დაინახავენ, რომლის გახსნაც წელს, ცოტა მოგვიანებით იგეგმება.