ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანიტა რაჭველიშვილმა ნიუ-იორკში მაყურებელი დაიპყრო, აცხადებს "ვაშინგტონ პოსტი"


ახალი წლის ღამეს ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენის ოპერაში "ადრიანა ლაკუვრერის" ოპერა დაიდგა. "ვაშინგტონ პოსტის" ცნობილი საოპერო კრიტიკოსი ენ მიჯეტი 6 იანვარს გამოქვეყნებულ რეცენზიაში ამბობს, რომ ამ ოპერის სიღრმისეულ გაანალიზებას არავინ აპირებს საგაზეთო სტატიის დროს, თუმცა ხარისხიანი შესრულება აქ მთავარი ამოცანა უნდა იყოს.

მიჯეტის თქმით, საოპერო თეატრმა ეს მოახერხა დასის მეშვეობით, რომელშიც ანა ნეტრებკო ერთერთი კარგი და გამორჩეული შემსრულებელი იყო. მან საკუთარი პარტია კარგად შეასრულა, თუმცა აუდიტორია მაინც მეცო სოპრანომ - ანიტა რაჭველიშვილმა დაიპყრო, რომელიც პრინცესა ბუიონის როლს არსულებდა.

კრიტიკოსი აღნიშნავს, რომ მეტროპოლიტენის საოპერო თეატრმა ნოემბერში ანალოგიურად კარგი წარმოდგენა, კარგი შესრულებით დადგა, რაც უმეტესწილად, სწორედ დიდებული შემსრულებლების დამსახურებაა.

დეკემბერში, გავლენიანმა გაზეთმა "ნიუ-იორკ თაიმსმა" სტატია "ახალგაზრდა მომღერალი, რომელმაც ოპერის სამყარო დაიპყრო" გამოაქვეყნა. სტატიას ცნობილი, გავლენიანი და მრავალი ჯილდოს მფლობელი იტალიელი დირიჟორის, ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრის დირიჟორის სიტყვები აქვს წამძღვარებული: “ეჭვგარეშეა, რომ დღეს ანიტა რაჭველიშვილი ვერდის შემსრულებელი საუკეთესო მეცო-სოპრანოა მთელ პლანეტაზე.” ავტორი ზაქარი ვულფი წერს, რომ ანიტას მოსმენისას სკამზე მიჯაჭვულად გრძნობ თავს, რადგან მისი ხმა და ძალა გიმორჩილებს. ეს ხმა კი ერთდროულად ფოლადივით მტკიცე და ქაშმირივით რბილია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG