ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო ამნისტია გაეროს ირანის გამოძიების დაწყებას სთხოვს


ირანმა კაცობრიობის წინაამდეგ დანაშაული ჩაიდინა იმით, რომ 30 წლის წინ, სულ ცოტა, 5 ათასი პოლიტიკური პატიმრის მასობრივი სიკვდილით დასჯა დამალა, ნათქვამია “საერთაშორისო ამნისტიის” სხალ ანგარიშში.

უფლებადამცველი ჯგუფი გაერთიანებული ერების ორგანიზაციას 1988 წელს ჩადენილი მკვლელობებისა და ადამიანების გაუჩიენარების საქმეების გამოძიების დაწყებას ითხოვს. მაშინ ირანის მთავრობამ ოპოზიციური ჯგუფებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ მასობრივი რეპრესები განახორციელა. ბევრმა ადამიანმა დღემდე არ იცის რა შეემთხვა მათი ოჯახის წევრებს გაუჩინარების შემდეგ.

თეირანი სიკვდილით მასობრივ დასჯას უარყოფს და აცხადებს, რომ არაფერი იცის მათი საფლავების ან დაკარგული ადამიანების შესახებ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG