ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ამერიკის ხმა" მაიკ პომპეოს ესაუბრა


"ამერიკის ხმის" კორესპონდენტმა გრეტა ვან სასტერენმა ინტერვიუ ჩამოართვა სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს, რომელიც ინტერვიუს დროს მეხიკოში იმყოფებოდა.

კითხვაზე, თუ რას უკავშირდება მისი ვიზიტი მექსიკაში, პომპეომ თქვა, რომ მექსიკის მთავრობის გარდამავალ ეტაპზე აშშ-ს სურს მასთან საღი საგარეო პოლიტიკის ქონა და იმის უზრუნველყოფა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, მექსიკის ლიდერებთან, უსაფრთხოების, ვაჭრობის და რა თქმა უნდა, მიგრაციის საკითხების კოორდინაციას ახდენს.

"შეერთებული შტატები დღეს მექსიკასთან მუშაობს მიგრაციის საკითხზე. მექსიკა მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს გამოიყენებს ამ ადამიანების ღირსეულად და პატივისცემით დასახვედრად, თუმცა [მიგრანტებმა] უნდა გააცნობიერონ, რომ მექსიკის საზღვრის გადმოკვეთა აშშ-ში უშედეგო იქნება. ახალ მთავრობას მექსიკაში კი აქვს ხედვა როგორ შეიქმნას სამუშაო ადგილები ქვეყნის სამხრეთში," თქვა მან.

მისი ვიზიტის პირველი ეტაპის შეფასებისას, ახლო აღმოსავლეთში და საუდის არაბეთის აშშ-სთვის მნიშვნელობის ხაზგასმისას, სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ორი ქვეყანა სტრატეგიული პარტნიორია 1930 წლიდან, ბოლო პერიოდში კი უფრო მნიშვნელოვანი როლი აქვთ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ რიადმა აშშ-ს გაუწია დახმარება ირანის იზოლაციაში. ამასთან, რიადი არის კარგი პარტნიორი კონტრტერორიზმის საკითხებში და ორ ქვეყანას ეკონომიკური კავშირები აქვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG