პრეზიდენტმა ობამამ მეუღლესთან ერთად სამხრეთ აფრიკაში ვიზიტის განმავლობაში, რობინის კუნძული მოინახულა. შეერთებული შტატების ლიდერი ესტუმრა იქ მდებარე ისტორიულ ციხეს, რომელშიც ნელსონ მანდელამ, მსოფლიოში სახელგანთქმულმა უფლებადამცველმა, აპარტეიდთან ბრძოლის პერიოდში თითქმის 20 წელი გაატარა.
ექსკურსიაზე ამერიკის პირველი ოჯახის გიდი 83 წლის ახმედ კათრადა იყო, ასევე აპარტეიდთან მებრძოლი ყოფილი პატიმარი. შთაბეჭდილებების წიგნში ბარაკ და მიშელ ობამებმა აღნიშნეს, რომ მათთვის დიდი პატივია იმ ადგილების მონახულება, სადაც ნელსონ მანდელა დიდი ვაჟკაცობით აღუდგა წინ ქვეყანაში გამეფებულ უსამართლობას.
წინა დღით პრეზიდენტმა ობამამ სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტის და ნობელის პრემიის ლაურიატის ნათესავები მოინახულა. ნელსონ მანდელა კვლავ კრიტიკულ მდგომარეობაშია და პრეტორიის ჰოსპიტალში იმყოფება.